გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO)

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO)
UNESCO-ს მრავალმხრივი როლი აკისრია. მისი კონსტიტუცია მიღებულ იქნა 1945 წლის ნოემბერში. ის ძალაში ერთი წლის შემდეგ შევიდა. 2004 წლისთვის ორგანიზაციაში 190 წევრი სახელმწიფო იყო გაერთიანებული. UNESCO-ს მთავარ მიზანს წარმოადგენს მშვიდობისა და უშიშროების დამყარება ერებს შორის თანამშრომლობის განვითარებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ურთიერთობათა სფეროში, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შემდგომი განმტკიცების მიზნით. ორგანიზაცია ასრულებს ხუთ ძირითად ფუნქციას – პერსპექტიული კვლევები, განვითარება, ცოდნის გადაცემა და გაზიარება, სტანდარტების ჩამოყალიბება, გამოცდილების გაზიარება (ტექნიკური თანამშრომლობა) და სპეციალური ინფომაციის გაცვლა-გამოცვლა. სტანდარტების ჩამოყალიბების მიზნით მიღებულია სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდის უფლებებს: 1960 წლის განათლებაში დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენცია; 1954 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კუტურული საკუთრების დაცვის კონვენცია; და 1972 წლის მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული კონვენცია. UNESCO-ს ასევე აქვს ინდივიდებთან ურთიერთობის არასამართლებრივი პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უფლებათა დარღვევასთან. სისტემა, თავისი ბუნებით, არ არის წინააღმდეგობრივი და შედარებით წარმატებასაც კი აღწევს (UNESCO-ს dok. 104 გადაწყვეტილება 3.3. (1978)).
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Нужен реферат?

Книги

Другие книги по запросу «გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO)» >>


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»